მცხეთის ქუჩაზე დეპუტატ თენგიზ ხუბულურის შვილი დაჭრეს

მცხეთის ქუჩაზე დეპუტატ თენგიზ ხუბულურის შვილი დაჭრეს

მცხეთის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი დეპუტატ თენგიზ ხუბულურის შვილია. 

შემთხვევა მცხეთის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით შვიდი გასროლა ავტომობილის მიმართულებით განხორციელდა. 

მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილ თემურ ხუბულურს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.