პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე არც ერთი სხვა მინისტრის შეცვლის საკითხი არ განიხილება.
შესაბამისად, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს პერიოდში მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია და არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ბოლოდროინდელი სამთავრობო ცვლილებები ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის შესუსტების მიზანს ემსახურება.