პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსის დავით პატარაიას განცხადებით, საარჩევნო სისტემა ისე უნდა შეიცვალოს, რომ პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი.
როგორც დავით პატარაიამ პრეზიდენტის და საარჩევნო სისტემის ფორმირებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის, არასამთავრობო სექტორის წარმოომადგენლების, ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტი უზრუნველყოფს კონფერენციის ჩატარებას, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეეხება.
"საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს ისე, რომ პოლიტიკური პლურალიზმი პარლამენტში იყოს უზრუნველყოფილი, ეს არის პრეზიდენტის პოზიცია და ამასთან დაკავშირებით მიღწეული იქნა გარკვეული შეთანხმებები. უახლოეს პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს კონფერენციის ჩატარებას, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების და პოლიტიკური მოთამაშეების კონსოლიდაციას მოემსახურება. ის, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, ამას მხარს ვუჭერთ",-განაცხადა პატარაიამ
შეგახსენებთ, პრეზიდენტს დღეს არასამთავრობო სექტორისა და ინტერპარტიული ჯგუფის წევრები და ექსპერტები შეხვდნენ, სადაც განხილვის მთავარი თემა საარჩევნო გარემოს ფორმირების საკითხი იყო.