მოსკოვში უცნობმა პირებმა რეჟისორის და მსახიობის ნიკიტა მიხალკოვის სტუდიას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმა დღეს დილით მოხდა. დილით სამსახურში მისულმა სტუდიის თანამშრომლებმა შუშაზე რამდენიმე ნატყვიარი შენიშნეს და სამართალდამცველებს გამოუძახეს. მიმდინარეობს გამოძიება.