ბოლო პერიოდის გახმაურებულ მკვლელობებზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ განცხადებები გაკეთდა. ირაკლი შოთაძის განმარტებით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში არცერთ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან კითხვები არ ექნება.ირაკლი შოთაძემ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიებზე საუბრისგან ჟურნალისტებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ საქმის დეტალებზე მსჯელობა ამ ეტაპზე დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.
"ამ საქმის დეტალებზე მსჯელობა დააზიანებს გამოძიების ინტერესებს. შესაბამისად, მე ვთხოვ ჟურნალისტებს, რომ გამოიჩინონ მოთმინება და დაელოდონ გამოძიების შედეგებს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.