პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტში იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მიზნით მივიდა.
ირაკლი კობახიძემ დღევანდელ სამთავრობო ცვლილებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა.
თავად საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ძირითადი ნაწილი დღეს პარლამენტში არ იმყოფება, რადგან, არსებული ინფორმაციით, ფრაქციის დეპუტატები რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.