მალე ვიხილავთ ღარიბაშვილის გადადგომას-ამის შესახებ განცხადება, ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გააკეთა. ლაგაზიძე გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა. ექსპერტის აზრით, პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალშ თანამდებობას დატოვებს. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს.
"ღარიბაშვილს თავის დროზე კარტბლანში მისცა ბიძინა ივანიშვილმა მაგრამ დღეს ღარიბაშვილის დელიგიმატიზაცია მოხდა და ივანიშვილი ისე ცვლის მინისტრებს მოქმედ პრემიერ-მინისტრს არც კი ეკითხება. მალე ვიხილავთ ღარიბაშვილის გადადგომას.მასს ყველა კადრი გამოაცალეს ხელიდან წარმოუდგენელია როგორ უნდა გააგრძელოს მან მუშაობა ამ თანამდებობაზე," - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.