სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამ ალტერნატიულ პროექტს იხილავს.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობის საგანია "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი. პარლამენტში ასევე ინიცირებულია "ნაციონალური მოძრაობის პროექტი და წარმოდგენილია ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირველობის" საკანონმდებლო წინადადება.
როგორც სხდომის დაწყების წინ კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, პარლამენტი ყველაზე რაციონალურ დოკუმენტს მიიღებს.
"ის, რომ არსებული სავიზო რეჟიმი გამარტივებას საჭიროებს და კანონი შესაცვლელია, ეს ფაქტია", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.