ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , ბესიკ გაზდელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებს გულისხმობს.

ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქციას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები მართავენ.

არსებული ინფორმაციით, გაზდელიანმა ბიზესცენტრს ქვა ესროლა.