შალვა შავგულიძე კიდევ ერთი მინისტრის შეცვლას არ გამორიცხავს

შალვა შავგულიძე კიდევ ერთი მინისტრის შეცვლას არ გამორიცხავს

დეპუტატი შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობაში კიდევ ერთი მინისტრი შეიცვალოს, - ამის შესახებ შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს დღეს, ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც შავგულიძემ განმარტა, იმისთვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადოს, კიდევ ერთი მინისტრის ცვლილება არის საჭირო.

"თუ შევხედავთ იმ ტენდენციას, რა ტენდენციითაც ხდება მინისტრების შეცვლა, ვფიქრობ, მოსალოდნელია, კიდევ ერთი მინისტრი შეიცვალოს", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.