„ელგუჯა ხოკრიშვილი ჩვენი შეხედულებით, ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო“

„ელგუჯა ხოკრიშვილი ჩვენი შეხედულებით, ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო“

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის განცხადებით, გარემოს დაცვის მინისტრის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, გულდასაწყვეტია.

კობახიძის შეფასებით, ის ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო.

„რა თქმა უნდა, ძალიან დაგვწყდა გული. ელგუჯა ხოკრიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო ჩვენი შეხედულებით. მან კომენტარი გააკეთა თავის გადადგომაზე, ძალიან მკაფიო და საღი, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ხოკრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, იყოს ოჯახთან ერთად, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ.