ირაკლი ღარიბაშვილი ხოკრიშვილის გადადგომის საკითხზე კომენტარს დღეს გააკეთებს

ირაკლი ღარიბაშვილი ხოკრიშვილის გადადგომის საკითხზე კომენტარს დღეს გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გარემოს დაცვის მინისტრობიდან ხოკრიშვილის გადადგომის საკითხზე კომენტარს დღეს, 15:00 საათზე გააკეთებს.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე აღნიშნულთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უზენაეს სასამართლოში უპასუხებს.

როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილი 15:00 საათზე, უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს შეხვდება.

ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს დღეს გადადგომის თხოვნით მიმართა. ძირითად მიზეზად ოჯახთან ყოფნას ასახელებს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.