ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის მიუხედავად, მთავრობას ნდობის ხელახალი გამოცხადება არ სჭირდება

ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის მიუხედავად, მთავრობას ნდობის ხელახალი გამოცხადება არ სჭირდება

ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის ხელახალ გამოცხადებას არ იწვევს. 

ელგუჯა ხოკრიშვილი რიგით მეექვსე მინისტრია, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, თუკი მთავრობაში კიდევ ერთი მინისტრი, ანუ მეშვიდე მინისტრი შეიცვლება, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.