გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ ჭუბურხინჯის შეხვედრები უნდა აღდგეს

გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ ჭუბურხინჯის შეხვედრები უნდა აღდგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ ჭუბურხინჯის შეხვედრები უნდა აღდგეს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს .

"მე საერთოდ მიკვირს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი - საჭიროა თუ არა ჭუბურხინჯის შეხვედრების ფორმატის აღდგენა. ჭუბურხინჯის ფორმატი არის ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მიღწევა და აქედან გამომდინარე კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატი არის საჭირო და აუცილებელი.