ჯერ უკრაინაში საკუთარი მოქმედებები განმარტოს და მერე ისაუბროს სომეხთა

ჯერ უკრაინაში საკუთარი მოქმედებები განმარტოს და მერე ისაუბროს სომეხთა "გენოციდზე"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსი კოლეგისგან მოითხოვს განმარტებას იმ მოქმედებებზე, რაც უკრაინაში განახორციელა, ვიდრე 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივ მკვლელობას გენოციდს უწოდებს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

"პირველად არ ხდება, როდესაც რუსეთი იყენებს სიტყვა "გენოციდს" ამ საკითხთან დაკავშირებით. მე პიროვნულად ვწუხვარ, პუტინმა ეს ნაბიჯი რომ გადადგა. უკრაინასა და ყირიმში მიმდინარე მოვლენები არავითარ ეჭვს არ იწვევს. აუცილებელია, მათ ჯერ ამის შესახებ გააკეთონ განმარტება და შემდეგ უწოდონ რაიმეს გენოციდი", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პუტინმა გასულ კვირას, ერევანში ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს სომხების მასობრივი მკვლელობის ფაქტს გენოციდი უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი სომეხ ხალხს გულწრფელად თანაუგრძნობს.