პაატა ზაქარეიშვილის ინიციატივას ჭუბურხინჯის მოლაპარაკებების აღდგენის თემაზე, უმრავლესობის დეპუტატები ეხმაურებიან. მანანა კობახიძე ამბობს, რომ მეტი კონტაქტისთვის ყველა ფრმატი უნდა იქნეს გამოყნებეული, იგივეს აცხადებს თედო ჯაფარიძე, თუმცა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ ჭუბურხინჯი ადრე რუსული ფორმატი იყო:
მანანა კობახიძე:
“რაც მეტი კონტაქტი იქნება და ამისთვის გამოვიყენებთ შესაძლო ფორმატებს, ბუნებრივია ეს არის კარგი. აქ არანაირ რუსულ დღის წესრიგზე არ შეიძლება იყოს საუბარი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ძალიან, მინდა ხაზი გავუსვა ჟენევის ფორმატის შენარჩუნება და არსებობა და მისი ეფექტურობა”
თედო ჯაფარიძე:
“ფაქტია, რომ ინტენსიური უნდა გახდეს დიალოგი, უფრო უნდა მრავალფეროვანი გახდეს ჩვენი საკომუნიკაციო არხები. რაც შეეხება კონკრეტულ ამ თემას, მზად არა ვარ და მჭირდება განცხადება რომ წავიკითხო, თავად ჭუბურხინჯი მე მახსოვს რუსეთის ინიცირებული იყო” აცხადებენ უმრავლესობაში.