საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის ინიციატივას ჭუბურხინჯის შეხვედრების აღდგენის თაობაზე უარყოფითად აფასებს. ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე მიიჩნევს რომ ზაქარეიშვილი საკუთარის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას.
„ზაქარეიშვილს რომ ქონდეს საშუალება გაიხსენებდა ელცინის დროინდელ რაიმე ფორმას, ჩვენ გაცილებით წინ ვიყავით, ამაზე არსებობდა გალის ფორმატი, სადაც ევროკავშირი იყო ჩართული, თუ მაინცდამაინც რაღაც ფორმატის აღდგენაზეა საუბარი შეიძლება ამაზე გვქონდეს აპელირება, ან კიდევ უფრო გაფართოებული ფორმატი მოვითხოვოთ. ჭუბურხინჯის ფორმატის აღდგენა იქნება ნაბიჯი უკან, და ძალიან გაუგებარი რატო უნდა მოვითხოვოთ ამის აღდგენა. ეს ადამიანი საკუთარ სამშობლოსთან ბრძოლის წინა ხაზზეა,“ - აცხადებს გივი თარგამაძე.