საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე გიზო უგლავა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ დაინიშნა.აღნიშნულის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა არტემ სიტნიკმა განაცხადა ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, პირველი მოადგილე ბიუროს ძირითადი სამსახურის - დეტექტივების მუშაობას, ასევე ოპერატიულ-ტექნიკურ და ანალიტიკურ სამსახურებს უხელმძღვანელებს.
„ის საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელია. მას რიგი ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა, მათ შორის მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაც. მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, მთავარი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, იყო არა თანამდებობები, არამედ შედეგები, რასაც უგლავამ კორუფციასთან ბრძოლაში მიაღწია და მისი მონაწილეობა საქართველოს ახალი ანტიკორუფციული სისტემის შექმნაში“, - განაცხადა სიტნიკმა.