ირაკლი ღარიბაშვილი ნინო გვენეტაძეს შეხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი ნინო გვენეტაძეს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს შეხვდება. ნინო გვენეტაძე მთავრობის მეთაურს უზენაეს სასამართლოში 28 აპრილს, 5:00 საათზე უმასპინძლებს.

ხვალინდელი შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა იქნება.

ნინო გვენეტაძე აღნიშნულ თანამდებობაზე პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგენით 20 მარტს დაამტკიცა.