ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლების სახურავების სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ  ჯავახიშვილის მოედანი N13-სა და ჩიქობავას #25-ში  მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

 „ჩუღურეთის რაიონში, სახურავების შეცვლა თანადაფინანსებით,   ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში  მიმდინარეობს. მოქალაქეებს ამ პროგრამის მეშვეობით ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. გამგეობაში შემოსულ ყველა განცხადებას ვსწავლობთ და შემდეგ  ვიღებთ გადაწყვეტილებებს. აქ მცხოვრებლებს წლებია აწუხებთ აღნიშნული პრობლემა. მათ წერილობით მოგვმართეს გამგეობაში. შევისწავლეთ საკითხი,  აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა სავალალო იყო და  სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების გადაწყვეტილება მივიღეთ,“-  განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

აღნიშნულ მისამართზე სახურავების შესაკეთებლად სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 20%-ს იხდის. 48 791 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება სახურავის დამჭერი ხის მასალა, მოხდება თუნუქის სახურავით გადახურვა და შეიცვლება წყალსაწრეტი მილები. ჯავახიშვილის მოედანი N13-სა და ჩიქობავას #25-ში მდებარე სახლის სახურავის ფართობი ჯამში 1970 კვადრატული მეტრია.  აღნიშნულ მისმართებზე 21 ოჯახი ცხოვრობს

ამ დროისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან  სხვადასხვა თხოვნით 460  განცხადებაა შემოსული და მათი განხილვა და  დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება.