საქართველოს ელმა ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილმა ეგვიპტის ინვესტიციების მინისტრთან აშრაფ სალმანთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო–ეგვიპტის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
ეგვიპტის ინვესტიციების მინისტრი მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მიემგზავრება, სადაც ეგვიპტის დელეგაციასთან ერთად დაესწრება 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს 24-ე შეხვედრას.
აშრაფ სალმანმა დიდი ინტერესი გამოთქვა 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი „TBILISI SILK ROAD FORUM“ ფორუმთან დაკავშირებით რის შესახებაც მას ელჩმა ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრმა ელჩს გააცნო ეგვიპტის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გატარებული სამუშაოები. აღინიშნა, რომ ეგვიპტის მთავრობა ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ამისათვის აუცილებლია ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენა და კორუფციასთან ბრძოლა. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა მარტში შარმ ელ–შეიხში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია და მისი შედეგები.