თინა ხიდაშელი მზად არის, ბიზნესმენ არჩილ ვეკუას შეხვდეს

თინა ხიდაშელი მზად არის, ბიზნესმენ არჩილ ვეკუას შეხვდეს

დეპუტატი თინა ხიდაშელი მზად არის, ბიზნესმენ არჩილ ვეკუას ხვალვე შეხვდეს, თუკი ამის სურვილი ექნება. "პარლამენტში ჩემი ამოცანა, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, არის ისიც, რომ ჩემს ქვეყანაში არც ერთ ბიზნესმენს არავისგან, არასდროს, არანაირი პრობლემა არ შეექმნას", - განუცხადა ჟურნალისტებს ხიდაშელმა, თუმცა აღნიშნა, რომ ინფორმაცია, რაც მან მედიით გაიგო, "ფანტასტიკის სფეროდან" ჰგონია.

დღეს ბიზნესმენმა არჩილ ვეკუამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც შვეიცარიის ელჩს გიუნტერ ბეხლერს მოუწოდა, მის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე ზეწოლისგან თავი შეიკავოს. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ბეხლერის სასამართლო სისტემაში არსებულ შესაძლო კორუფციასთან და უკანონო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ბიზნესმენ არჩილ ვეკუასა და მის ყოფილ ბიზნესპარტნიორ ალი რიზა კიზილდაგს შორის არსებულ სასამართლო დავას უკავშირდება. ვეკუას ადვოკატების განმარტებით, ბეხლერი თურქ ბიზნესმენს მფარველობს, რომელსაც სასამართლომ არჩილ ვეკუას სასარგებლოდ 313 000 ლარის გადახდა დააკისრა.