აჭარისწყალმა ჩვილის ცხედარი გამორიყა

აჭარისწყალმა ჩვილის ცხედარი გამორიყა

ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალმა ჩვილის ცხედარი გამორიყა. ბავშვის ცხედარი მშენებლებმა იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 133-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (უკანონო აბორტი). ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შედეგების მიხედვითაც შესაძლოა ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალოს.