ახალი ვენახების გაშენება რაჭა-ლეჩხუმშიც აქტიურად დაიწყო

ახალი ვენახების გაშენება რაჭა-ლეჩხუმშიც აქტიურად დაიწყო

სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულმა ახალმა პროექტებმა და ყურძენზე გაზრდილმა ფასმა ბიძგი მისცა ახალი ვენახების გაშენებას რაჭა-ლეჩხუმშიც.

ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში 10 ჰექტარზე უსახელაურის ჯიშის  20 ათასი  ვაზის ნერგი ჩაიყარა, ამჟამად კი მიმდინარეობს  5 ათასი ვაზის ძირის გაშენება.

ახლადგაშენებული ვენახი დღეს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტერის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.

როგორც კერძო ინვესტორებმა განაცხადეს, ამ ეტაპისთვის განხორციელებულია ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია, დასაქმებულია 60–მდე ადამიანი. პროექტი 4 წელზეა, გათვლილი და ითვალისწინებს ღვინის ქარხნის მშენებლობასაც, რის შემდეგაც ყურძნიის გადამუშავება და ღვინის წარმოება ადგილზე მოხდება. 

ახალი სავენახე ფართობების ათვისება ლეჩხუმის გარდა, რაჭაშიც აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია რომ 2014–15 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ათვისებულ იქნა 45 ჰა სავენახე ფართობი, სადაც უნიკალური ვაზის ჯიშის (ალექსანდრეულ–მუჯურეთული) 120 ათასი ძირი გაშენდა.