ვინ შეიძლება დატოვოს მინისტრთა კაბინეტი შავლიაშვილის შემდეგ? ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს ვალერი გელბახიანს. მისი განცახადებით, ჯერ კიდევ ჯავახიშვილის დანიშვნამდე ის აკეთებდა პროგნოზს, რომ შავლიაშვილი განცხადებას დაწერდა და გადადგებოდა. გელბახიანის განცხადებით, მისი გადადგომა უკავშირდება ნეპოტზმს, კორუფციას, არასწორ ტენდერებს და იმ წრეს, რომელიც თავს იყრიდა ჯანყარაშვილის წრესთან. გელბახიანის განცხადებით, ამ წრიდან-იგულისმხმება ჯანყარაშვილის წრე, დარჩენილი მინისტრები კითხვის ნიშნის ქვეშ არიან და მათ მოუწევთ თანამდებობების დატოვება.
“გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილია ჯანყარაშვილის მხრიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ მასაც მალე მოუწევს განცხადების დაწერა…მე როცა ვამბობ, რომ შავლიაშვილს მიყვება გარემოს დაცვის მინისტრი, აუცილებლად მოხდება. ახლა თუ არა შემოდგომაზე” აცხადებს გელბახიანი “კვირის ქრონიკასთან”