აფხაზური მედიის ინფორმაციით, გერმანიის კონოთეატრებში აფხაზეთის შესახებ ორი ფილმის ჩვენება მიმდინარეობს.
გერმანიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლობის ინფორმაციით, ფილმების – "დომინოს ეფექტი" და "ტრისტია – შავი ზღვის ოდისეა" ჩვენება გერმანიის კონოთეატრებში მაისის დასაწყისამდე გაგრძელდება.
ერთობლივი გერმანულ-პოლონური ფილმი "დომინოს ეფექტი" აფხაზეთის სპორტის მინისტრისა და რუსეთის საოპერო მომღერლის ისტორიას შეეხება, რომელიც ომის დროს ვითარდება. მეორე ფილმი კი დოკუმენტური ხასიათისაა და პოლონური წარმოშობის გერმანელი რეჟისორის სტანისლავ მუხას მიერ არის გადაღებული.
აფხაზური მედიის მტკიცებით, გერმანიაში "აფხაზეთის წარმომადგენლობის" მიწვევით, ფილმების ჩვენებებს აფხაზური დიასპორა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გერმანიის ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს ცნობილი წარმომადგენლები დაესწრნენ.