"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე პრემიერს მიმართავს, საკუთარ სახელსა და გვარზე უარს ნუ იტყვი. ამის შესახებ ნინო გოგუაძემ საქალაქო სასამართლოში "კაბელების საქმეზე" ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.
როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ხელშეკრულებაზე, რომლის ფარგლებშიც ბრალი აქვთ წარდგენილი თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერა არსებობს, რასაც პრემიერი ამჟამად უარყოფს.
"პრემიერი სულ უფრო და უფრო არ იღებს პასუხისმგებლობას არაფერზე და იქამდე მივიდა, რომ საკუთარ ხელმოწერაზე თქვა უარი, ანუ ამით საკუთარ სახელზე და გვარზე თქვა უარი. მინდა ვუთხრა მას, რომ თუ ამ საქმეში ალასანია იყო ჩართული და ფულს განკარგავდა ალასანია, მისი სახელი და გვარი აქ სწორად არის წარმოდგენილი და ნუ იტყვის საკუთარ სახელზე და გვარზე უარს", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
იგი იმედოვნებს, რომ დღეს საქალაქო სასამართლო განიხილავს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას. ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ნებსმიერი ფორმა რითაც "ეს ადამიანები თავს დააღწევენ მძევლობას "თავისუფალი დემოკრატებისთვის" მისაღებია.
`ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღეს მოესწრება შუამდგომლობა და სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რადგან ძალიან დიდი იმედი გავქვს, რომ სახელმწიფოში ძალაუფლების ერთი შტო მაინც შეძლებს თავისი პირდაპირი ფუნქციის განხორციელებას. სასამართლოს იმედი გვაქვს", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ე.წ. კაბელების საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით არის დაკავებული.