დღეს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

დღეს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

დღეს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება. "უნიანის" ცნობით, სამიტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში შედგება. გახსნის ცერემონიალი ადგილობრივი დროით 12:10 საათზე დაიწყება. 16:15 საათზე კი, პეტრო პოროშენკო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი პრესკონფერენციას გამართავენ.

სამიტზე ლიდერები უკრაინაში საჭირო რეფორმების შესახებ, მათ შორის საკონსტიტუციო, დეცენტრალიზაციის, კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემის რეფორმებზე იმსჯელებენ.

შეხვედრისას უკრაინისა და ევროპის ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ დონბასში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხზეც.