ჩილეში, სტიქიის ზონიდან 6 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ვულკან კალბუკოს ამოფრქვევა გახდა.
ჰაერში ტონობით ვულკანური ფერფლი გავრცელდა. შედეგად ქვეყნის აეროპორტების დიდმა ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. ვულკანი კალბუკო ჩილეს სამხრეთ რეგიონში არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რის გამოც მისი გააქტიურების შედეგად არგენტინის სასაზღვრო რეგიონიც დაზარალდა.
აღნიშნული ვულკანი ბოლო 40 წელზე მეტია არ გააქტიურებულა. ვულკანი კალბუკო ბოლოს 1972 წელს ამოიფრქვა. ჩილეში 90-ზე მეტი აქტიური ვულკანია.