აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში პოლიციის განყოფილებაში ფერადკანიანი მამაკაცის დაღუპვის ფაქტი გააპროტესტეს. ამერიკული მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა.
რამდენიმესაათიანი მშვიდობიანი დემონსტრაციის შემდეგ, ზოგიერთმა აქტივისტმა პოლიციის შენობები და მაღაზიების ვიტრინები დააზიანა, სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს.
ფერადკანიანი ფრედი გრეი 12 აპრილს დააკავა პოლიციამ, მას ზურგის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა, დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ კი ის გარდაიცვალა.
დაღუპულის ოჯახის წევრები ბრალს პოლიციას სდებენ. თუმცა, მისი და, ფრედერიკა გრეი მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.