კოჟორიძე საინტერესო აღარაა, რადგან მან ფაქტობრივად გააფორმა ის, რაზეც ეჭვი მქონდა, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი პრეზიდენტის სამსახურში მივიდა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 20/30"-ში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კახა კოჟორიძის ქმედებები "ძალიან თანხვედრაში მოდის ნაციონალურ მანქანასთან". ექსპრემიერის განცხადებით, კოჟორიძე ცრუობს, როცა ამბობს, თითოს მასზე ფილმის გადაღებას აპირებდა. "ეს ტიპიურად ნაციონალების პროპაგანდაა", - განაცხადა ივანიშვილმა
მან "საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაურიც ახსენა და აღნიშნა, რომ გიგაურის განცხადება, თითქოს ბევრი ჩინოვნიკი დაინიშნა ივანიშვილის ოფისიდან, იუმორია, რაზეც თინა ხიდაშელმა იუმორით უპასუხა.