ავტობანის ქარელი-რუისის მონაკვეთზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

ავტობანის ქარელი-რუისის მონაკვეთზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, შემთხვევა ავტობანის ქარელი-რუისის მონაკვეთზე მოხდა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი "ჯიპი" გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაშავებული მგზავრები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორისა და ქარელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მსუბუქი ავტომობილის, "ოპელ-კორსას" მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაზიანებული ავტომობილების მგზავრებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია შექმნილი. საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურები გზის სავალი ნაწილის გაწმენდას ცდილობენ. შემთხვევის ადგილზე პარალელურად ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობენ.