მანანა კობახიძე:   შესაძლოა საბერძნეთის სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი არ არის

მანანა კობახიძე: შესაძლოა საბერძნეთის სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი არ არის

ვერ ვიტყვი რამდენად სამართლიანია საბერძნეთის სასამართლო, თუმცა, შესაძლოა არაა სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "იმედის კვირაში" დათა ახალაიას თემის ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მანანა კობახიძის თქმით, საქართველოს პროკურატურამ საბერძნეთის სასამართლოს ყველა დოკუმენტი წარუდგინა და საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პროკურატურის დადანაშაულება არ შეიძლება.

"რა არგუმენტებით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას, მე არ შემიძლია ვთქვა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საბერძნეთში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, როდესაც ქართულმა სასამართლომ პირს მიუსაჯა უვადო პატიმრობა მძიმე დანაშაულისთვის, ეს იყო სააკაშვილის პერიოდში, საბერძნეთის სასამართლომ მაშინაც არავითარი ზომა არ მიიღო და არ განახორციელა ექსტრადირება. ვერ ვიტყვი რამდენად სამართლიანია საბერძნეთის სასამართლო, თუმცა შესაძლოა არაა სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი. საქართველოს პროკურატურამ ყველაფერი წარუდგინა და არავითარი პრობლემა ქართულ მხარეს არ აქვს", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სასამართლო არ იხილავდა დათა ახალაიას ბრალეულობის საქმეს, არამედ ის იხილავდა ექსტრადირების საკითხს. "როდესაც პროცესი მიმდინარეობს, საქართველოშიც ექსტრადირების პროცესი ჩერდება, ვიდრე ამა თუ იმ პირის თავშესაფრის მინიჭების საკითხს არ განიხილავს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.