რიკოთზე გადაბრუნებულმა ტრაილერმა რამდენიმე მანქანა მოიყოლა

რიკოთზე გადაბრუნებულმა ტრაილერმა რამდენიმე მანქანა მოიყოლა

რიკოთის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერის მძღოლმა მართვის დროს მანევრი არასწორად შეასრულა და გადაბრუნდა.

"კურიერის" ინფორმაციით, გადაბრუნებულმა ტრაილერმა რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

ამ დროისთვის შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ტრაილერის ქვევიდან მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანას ცდილობენ.

როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა.

ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებიც იმყოფებიან.