ლუკაშენკო-მარგველაშვილის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ხელმოწერილ განცხადებას აფხაზური მხარე მითს უწოდებს

ლუკაშენკო-მარგველაშვილის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ხელმოწერილ განცხადებას აფხაზური მხარე მითს უწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა.

"24 აპრილს თბილისში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტების მიერ ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საზღვრების ხელშეუხებლობა. უეჭველია, რომ ეს განცხადება გულისხმობს საქართველოს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, როგორც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიებისადმი პრეტენზიებს. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვახსენებთ ჩვენ აღმოსავლეთ მეზობლებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იმ ფორმატში, რომელსაც მას თბილისი ხედავს, 1993 წლიდან უბრალოდ აღარ არსებობს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს სტერეოტიპებითა და გარდასულ დღეთა განცდებით, ცდილობს არა მხოლოდ შეინარჩუნოს მითი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, არამედ მას სხვა ქვეყნებსაც ახვევს თავს ასეთი სახის არავითარი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ რეალობასთან წინააღმდეგობაში მყოფი დოკუმენტებით", - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.