ევერესტზე ჩამოწოლილმა ზვავმა 65 ალპინისტი იმსხვერპლა

ევერესტზე ჩამოწოლილმა ზვავმა 65 ალპინისტი იმსხვერპლა

ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 65 ალპინისტი დაიღუპა, ათასი მათგანი კი საბაზო ბანაკიდან ევაკუაციის მოლოდინშია. ამის შესახებ "სი-ენ-ენ"-ი იუწყება.

ნეპალის ალპინისტთა ასოციაციის პრეზიდენტის ანგ ჩერინგას ინფორმაციით, დაშავებულია 60-მდე ალპინისტი, 22 მათგანი უკვე ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ევერესტზე ჩამოწოლილმა ზვავმა ალპინისტების საბაზო ბანაკი მოიყოლა. ნეპალის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, ათასამდე ალპინისტიდან 400 უცხოელია. ყველა მათგანი მიწისძვრის მომენტში სწორედ ევერესტზე იმყოფებოდა.