ყაზახეთში დღეს ქვეყნის მოსახლეობა მომავალ პრეზიდენტს აირჩევს. "ბიბისის" ცნობით, არჩევნებში კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, "კომუნისტური პარტიის" წევრი ტურგუნ სიზდიკოვი და დამოუკიდებელი კანდიდატი აბელგაზი კუსაინოვი.
ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, რამდენიმე თვის წინ ყაზახეთის სახალხო კრების საბჭომ არჩევნების წელს გამართვა მოითხოვა.
საარჩევნო უბნები ყაზახეთში კვირას გაიხსნება, წინასწარი შედეგები კი ორშაბათს დილისთვის გამოცხადდება.