დღეს ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს

დღეს ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს

აღდგომიდან მესამე კვირას, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. 
დღეს ეკლესია წმიდათა მენელსაცხებლე დედებს: მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვებს იხსენებს. 

წმინდა სახარების მიხედვით, უფლის დაფვლის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღსდგა. 

ამ დღეს ეკლესია, ასევე, მართალ იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოს იხსენებს, რომელთაც პილატესგან გამოითხოვეს უფლის გვამი და იგი პატივით დაფლეს. 
წმინდათა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია კეთილმსახური მეფის თამარის და სამშობლოსათვის წამებული წმინდა დიმიტრი ყიფიანის ხსენებას აღნიშნავს.