ნეპალში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. ამის შესახებ უცხოური სააგენტოები ნეპალის სამხედროებზე დაყრდნობით იუწყებიან. დედაქალაქ კატმანდუში 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. 1700 ადამიანზე მეტი დაშავებულია.
ნეპალის ხელისუფებამ მიწისძვრის გამო ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.
ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს დილით მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშშიც. ბოლო 80 წლის მანძილზე მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში არ მომხდარა.