ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, "ბოლო დღეებში გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განხორციელებული ქმედებები არის იმის მცდელობა, რომ გადაიფაროს კახეთის რეგიონში 2 წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარე პროექტები
"ბოლო დღეებში გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განხორციელებული ქმედებები არის იმის მცდელობა, რომ გადაიფაროს კახეთის რეგიონში 2 წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარე პროექტები. ჩვენი ოპენენტების გაღიზიანება გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით გახსნილმა 119-მა ახალმა საწარმომ, საიდანაც 42 კახეთის რეგიონშია, 10 კი კონკრეტულად გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ათობით გაფართოებულმა საწარმოებმა, წარმატებულად ჩატარებულმა რთველმა, ათასობით გაშენებულმა ვენახმა, განახლებულმა გზებმა, ჯანდაცვისა და სოციალურმა პროგრამებმა.
ყველა ის ბრალდება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების და პირადად ჩემი მისამართით ისმის, არის უსაფუძვლო და ნიშანი იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გურჯაანში კრახი განიცადა.
ტელეეთერებიდან ჩვენ, ყველამ ერთად ვნახეთ, თუ როგორ არ უნდა მოექცეს დეპუტატი თავის ამომრჩეველს, იმ ხალხს, ვინც თავის დროზე გიორგი ღვინიაშვილს ნდობა გამოუცხადა და დეპუტატის მანდატი მისცა.
მე, როგორც მხარის გუბერნატორი, ვდებ პირობას, რომ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რეგიონში ყველა მოქალაქის გამოხატვის უფლება იქნება დაცული", - აღნიშნულია კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილი განცხადებაში.