ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსის ცვლილებაზე ზეგავლენას ბიუჯეტი არ ახდენს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა , მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და სავარაუდოდ, შედეგიც მალე იქნება.
"ლარის კურსის ცვლილებაზე ზეგავლენას ბიუჯეტი არანაირად არ ახდენს. ჩვენ ვმუშაობს ეროვნულ ბანკთან ერთად. იმედია, ეს პროცესი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მე მინდა ვთქვა, რომ ლარის კურსის ცვლილება ეს არის დროებითი მოვლენა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრი ქუთაისში ბიზნესმენებთან და მეწარმეებთან შეხვედრას ესწრებოდა.