საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნეპალელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. ნეპალში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო. დამანგრეველ მიწისძვრას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ნეპალელ ხალხს, თანავუგრძნობ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ მათ გამძლეობას ამ დიდი განსაცდელის დროს", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.