ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინდოეთში საქართველოს საელჩოში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საელჩოს ნეპალის მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.
"ნეპალის მხარესთან ბოლო საუბარი 10 წუთის წინ გვქონდა და როგორც გვითხრეს, ამ ეტაპისთვის რაიმე ინფორმაცია უცხოელი ტურისტების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ არ აქვთ. ჩვენ მათთან კომუნიკაციას მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ", - განაცხადეს საელჩოში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნეპალში მომხდარ მიწისძვრას 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.