საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ასევე ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინდოეთში მდებარე საელჩოსთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნეპალში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაშავებულები.
ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ინდოეთში, ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: +911147078602; +911149496000; +919560093233; +919560791004;
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო კომუნიკაციას აწარმოებს ნეპალის შესაბამის სტრუქტურებთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.