კიევის ორ მეტროსადგურში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

კიევის ორ მეტროსადგურში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ორმა მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა. "უნიანის" ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია მეტროსადგურებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ არ დადასტურდა. 

სამართალდამცველებმა ტერიტორია შეამოწმეს და განაცხადეს, რომ განგაში ცრუ იყო. დღეს დილით ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, ორი მეტროსადგური "პოჩტავაია პლაშადი" და "კონტრაქტოვაია პლაშადი" დაიხურა.

გასულ კვირას ბომბის არსებობის საფრთხის გამო კიევის კიდევ ორმა მეტროსადგურმა მუშაობა შეაჩერა. მაშინაც განგაში ცრუ აღმოჩნდა.