უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" წევრები დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდა ასევე დაღუპული გიორგი ჯანელიძის დედა. 

გარდაცვლილის ცხედარს კვირას ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ, შემდეგ კი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

ბატალიონ "აზოვის" წევრი გიორგი ჯანელიძე სოფელ შიროკინოსთან ბრძოლაში დაიღუპა.