„გაზზე ტარიფი გაძვირდა და იგი გაძვირდა კალაძის ბიზნეს-პარტნიორების ლობირებით“ -ამ განცხადებას „ქართული დასის“ ლიდერი აკეთებს. მისი თქმით, ტარიფის გაზრდილ ნაწილს ბიუჯეტი ფარავს და ეს „ხალხის ჯიბეში ხელის ფათურია“. ქართული დასის ლიდერის განცხადებით, მან გამოიკვლია კომპანიების წარმომავლობა და საბოლოოდ აღმოჩნდა , რომ ერთ-ერთ ენერგო კომპანია, რომელმაც ტარიფის გაძვირების მოთხოვნით სემეკს მიმართა, ენერგეტიკის მინისტრის მფლობელობაში მყოფი კომპანიის შვილობილი კომპანიაა. ჯონდი ბაღათურია ,,პირველ რადიოსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტარიფების ზრდა, როგორც წყლის და გაზის ასევე ელექტროენერგიის მიმართულებით, მაღალი თანამდებობის პირების ბიზნეს ინტერესებში შედის.
"გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა, "თბილგაზმა" , ასევე ელექტრომომარაგების კომპანიებმა და ასევე დისტრიბუტორმა კომპანიებმა , მოითხოვეს ფასების გაზრდა. "თბილგაზმა" მოითხოვა გაზის ტარიფის გაზრდა 20%-ით , თუმცა განიხილავენ იმასაც , რომ 25%-ით გაზარდონ. იგივე ინიციატივებით გამოვიდნენ თბოელექტრო სადგურები-მათ შორის ის თბოელექტრო სადგურები, რომელსაც ფლობს კომპანია "კალა-ენერჯი". ეს კომპანია ფლობს 18 ჰიდროელექტრო სადგურს. ამ საკითხს ჩავყევი რადგან დამაინტერესა ვის მფლობელობაში იყო ეს კომპანია. გაირკვა, რომ ვიცე-პრემიერი კალაძე ოფშორულ ზონაში , კვიპროსზე დარეგისტრირებულ კომპანიას ფლობს . ეს კომპანიაა "კალა ლიმიტები", შემდეგ ეს კომპანია ფლობს "კალა კაპიტალს" და "კალა კაპიტალი" ფლობს "კალა-ენერჯის" და კიდევ სხვადასხვა კომპანიებს. გამოდის , რომ ეს კომპანია ვიცე-პრემიერის მფლობელობაში მყოფი კომპანიის ნაწილია. ასევე გაირკვა , რომ "კალა ენერჯის" დირექტორი იყო მარიამ ვალიშვილი, რომელიც ახლა კალაძის მოადგილეა, გარდა ამისა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც უკავშირდება "თბილგაზს" და რომლის ხელმძღვანელიც ასევე "კალა კაპიტალიდან" გადასული კადრია. ფაქტი არის ერთი რამ, რომ ელექტროენერგიის მწარმოებელმა თბოელექტროსადგურებმა , გამანაწილებელმა კომპანიებმა და ასევე "თბილგაზმა" უკვე მოითხოვა ტარიფების ზრდა. სემეკში განცხადება წყლის ტარიფების გაზრდის მოთხოვნით უკვე შეიტანეს წყალმომარაგების კომპანიებმაც. ეს ყველაფერი მიუთითებს იმისკენ, რომ ტარიფების ზრდაში დაინტერესებულები არიან ტავად ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რადგან ეს ყველაფერი გარკვეულწილად მათ ბიზნესინტერესებს უკავშირდება. ასე გამოდის ფაქტების ერთობლიობის გაანალიზებით. ამ ეჭვს მე მიძლიერებს ისიც, რომ გაზზე და ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის კანონიერი საფუძველი არ არსებობს,"-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
247
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85