რას უკავშირდება ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ბოლო დროს მისი მხრიდან თვალშისაცემი გახდა? ხომ არ შეიძლება ნოდარ ჯავახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალოს? ამ საკითხზე ექსპერტებს თავისი მოსაზრებები აქვთ. სოსო ცისკარშვილი „პირველ რადიოსთან“ ამბობს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსის კარიერული ზრდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული და პროგნოზების გაკეთება ძნელია, თუმცა ნოდარ ჯავახიშვილს ექსპერტი პროფესიონალ კადრად მოიხსენიებს, რომელთან დისკუსიაშიც „დამარცხდება ყველა“:
„ბატონი ნოდარი არასოდეს ყოფილა კულისებში მჯდარი მოხელე. მას არაერთი დასამახსოვრებელი ფრაზები ეკუთვნის, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, მაშინაც როცა იყო ფორუმის წევრი და საკუთარ თავში დარწმუნებული პროფესიონალია. უყვარს სახელების დარქმევა ყველაფრისთვის და ისეთი კუთხით, რაც მას სამართლიანად გააჩნია და არ გახლავთ ადვილად მართვადი, უფრო დიდი ალბათობით დამარცხდება ყველა მასთან დისკუსიაში შემსვლელი თუ საკითხი ეხება პროფესიულ სფეროს. როგორც აქტიური მოქალაქე იგი ჩამოყალიბდა წლების წინ და ამჟამად მოქალაქეობრივ აქტივობას ემატება მთავრობის წევრობა, მისთვის ეს შედარებით ახალი ხილია, მაგრამ ხასიატის შეცვლა ამ ასაკის ადამიანებისთვის უკვე ნაკლებად შესაძლებელია, ანუ მას ვერავინ დაამუნჯებს. შესაძლებელია თუ არა მისი დასახელება ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად, აქ შეიძლება მხოლოდ ვიმკითხაოთ, რადგან საკადრო პოლიტიკა ჩვენი დამოკიდებულია მხოლოდ ერთი მოქალაქის ნება-სურვილზე, რომელ დღეს რა ხასიათზე იქნება მთავარი „კადრებთუხუცესი“ ჩვენი იმაზე იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ ადამიანის კარიერული ზრდა, ან კარიერული კრახი. ამდენად, უმადური საქმეა ვაკეთოთ პროგნოზები, გამომდინარე ლოგიკიდან,“- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა „პირველ რადიოსთან“ საუბარში.
256
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85