მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის შვილი პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანი აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერები, რომელიც მას გია უდესიანმა აჩვენა, თუ გასაჯაროვდება, შუბლში ტყვიას დაიხლის. ამის შესახებ მიხეილ ხარძიანმა გადაცემაში "პირველ სტუდია" განაცხადა.
"ვიდეოში ისეთი რაღაცეები არის ასახული, საჯაროდ რომ აიტვირთოს, ალბათ მე თვითონ ტყვიას დავიხლი შუბლში, იმდენად სამარცხვინო ვიდეოა.
სვანურ სასამართლოს რაც შეეხება, მე პირადად უარი ვუთხარი უდესიანს მის გამართვაზე, იმიტომ, რომ ხარძიანების გვარს ხატზე არ დაეფიცება. ტყუილზე რომ დავიფიცოთ ხარძიანებმა, ხატი გატყდება და ჩვენი გვარის ნამრავლი დაიწყევლება. ეს არ შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ხარძიანმა.
მისივე თქმით, ის რაც მან იხილა, აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ბესო ხარძიანის ოჯახი გია უდესიანს ცილს სწამებს.