„განსხვავებული პრიორიტეტები არ უშლის ხელს, რომ ჩვენ ბელორუსთან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდეს“

„განსხვავებული პრიორიტეტები არ უშლის ხელს, რომ ჩვენ ბელორუსთან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდეს“

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ბელორუსიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ძალიან კარგი იყო.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ეყოლება საქართველოს, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება.

რაც შეეხება 2 პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მხარეებს საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცის ექნებათ და იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და ბელორუსს რეგიონალურ პრობლემებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციები აქვთ, აბაშიძემ აღნიშნა, რომ ეს ვაჭრობისა და ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას ხელს არ უშლის.

„ის, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გვაქვს გაფორმებული, მათ კი სხვა პრიორიტეტები აქვთ, არანაირად არ უშლის ხელს იმას, რომ ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდეს და ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სომხეთთან, დსთ-ს სხვა ქვეყნებთან, ასე რომ, მე ამაში ხელის შემშლელ ფაქტორებს ვერ ვხედავ. პრინციპში, რუსეთთანაც სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით რაიმე წმინდა სამართლებრივ თუ სხვა სირთულეებს ვერ ვხედავთ. რა სირთულეებიც არის, ისინი უფრო პოლიტიკასთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა აბაშიძემ.